The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ნასარიძე

ვლადიმერ ნასარიძე
დაბადების თარიღი:1913
გარდაცვ. თარიღი:1999  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით.

მუშაობდა საქართველოს მთავრობის სახლის დაპროექტებაზე (1945-1953წწ.  არქიტექტორებთან - ვ. კოკორინთან და გ. ლეჟავასთან ერთად); საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის მიღწევათა საგამოფენო პავილიონების კომპლექსის (1971-1972წწ.)  მშენებლობაზე ქ. თბილისში; აქტიურად იყო ჩართული მთელ საქართველოში სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.452; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.100

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი

გააზიარე: