შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ნასიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა შორაპანი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1932 წელს; ქ. მოსკოვის ტიმირიაზოვის სახელობის სოფლის მეურნეობით აკადემიის ასპირანტურა. 1933 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა ქ. მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე; 1941-1952წწ. ხელმძღვანელობდა გვირაბებისა და ხიდების მშენებლობას (სოჭსა და სოხუმში); 1952 წელს დაინიშნა თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის სამმართველოს უფროსად (შემდეგ სამშენებლო გაერთიანება "თბილგვირაბმშენი"); 1952-1957წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე "თბილგვირაბმშენის" მიერ შესრულებულ დიდი მოცულობის მოსამზადებელ და ძირითად სამუშაოებს, ახალგაზრდა სპეციალისტთა ბაზაზე მეტრროპოლიტენის მაღალკვალიფიციური კოლექტივის შექმნას; 1957-1959წწ. სათავეში ედგა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტს; 1959-1961წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს სახალხო მეურნეობის სხვადასხვა საპასუხისმგებლო უბნებს; 1962-1965წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დირექტორის მოადგილედ კაპიტალური მშენებლობის დარგში; იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი და თბილისის საქალაქო საბჭოების დეპუტატი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.452 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |