The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ ნაფეტვარიძე

ომარ ნაფეტვარიძე
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1944  (79 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1967 წელს.

1966 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში"; მუშაობდა თბილისის "დინამოს" სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტზე; 1966-1970წწ. ამ ინსტიტუტში მუშაობდა უფროს არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად; 1970-1979წწ. მუშაობდა საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "გიპროტორგში" ჯგუფის ხელმძღვანელად, სახელოსნოს ხელმძღვანელად; 1980-1981წწ. იყო ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს ადაპტაციისა და რესტავრაციის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1981-1983წწ. არქიტექტორთა კავშირის საპროექტო ორგანიზაცია "საქქალაქპროექტის" დირექტორი იყო; 1984-1989წწ. საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს საპროექტო-ტექნოლოგიური ბიუროს დირექტორი; 1990-1995წწ. მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" საპროექტო ორგანიზაციის დირექტორად; 1995-2006წწ. საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" შემოქმედებით გაერთიანებაში პროექტის მთავარი არქიტექტორის თანამდებობაზე; 2006-2012წწ. მუშაობდა საინვესტიციო კომპანიების "ევორდისა" და "კაპიტალვოსტოკის" მთავარ არქიტექტორად; 2012 წელს თბილისში, მახათას მთაზე "ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის" სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსების პროექტირებასთან დაკავშირებით, მან, როგორც ავტორმა, დააფუძნა საპროექტო ორგანიზაცია შპს "უტა 2012"; მისი დირექტორია და მთავარი არქიტექტორი; მისი ავტორობით შექმნილია მრავალი პროექტი; 2012 წელს მისი პროექტი მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლი შევჩენკოს ქუჩაზე ("Rustaveli Residence") დაჯილდოებულია ქ. ლონდონში გამართულ 24-ე საერთაშორისო კონგრესზე ოქროს კატეგორიის პრიზითა და სერტიფიკატით; 2013 წელს ხარისხის კვლევის ევროპული საზოგადოების (ESQR) მიერ ვენაში დაჯილდოვდა ოქროს კატეგორიის პრიზითა და სერტიფიკატით; 2014 წელს პარიზში გამართულ საერთაშორისო კონგრესზე განმეორებით დაჯილდოვდა პლატინის კატეგორიის პრიზით და სერტიფიკატით. 2015 წელს მიენიჭა "არქიტექტურის რაინდის" წოდება.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.452-453

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი (1969-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2010 - ღირსების ორდენი
  • 2007 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: