The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურმან ნაყოფია

მურმან ნაყოფია
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1930
გარდაცვ. თარიღი:2011  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა მოსკოვის ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1954 წელს.

1954-1956წწ. მუშაობდა საკავშირო ვაჭრობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ხლადპრომსტროის" ("სამრეწველო-მაცივარმშენებლობა") ქ. ტულისა და ქ. ნოგინსკის სამშენებლო სამმართველოებში უბნის უფროსად; 1956-1973წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" სოხუმის ფილიალში ინჟინრად, პროექტის მთავარ ინჟინრად, მთავარ სპეციალისტად, ფილიალის მთავარ ინჟინრად; 1973-1993წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლმშენსახპროექტის" სოხუმის ფილიალის დირექტორად; 1993-2008წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-მუშაკად; უშუალოდ ხელმძღვანელობდა ქ. ნოდინსკში მრავალსართულიანი მაცივრისა (5000 ტონა სურსათის ტევადობით) და მისი საცხოვრებელი დაბის მშენებლობას; ასევე, დასავლეთ საქართველოს რიგი ქალაქებისა და სოფლების გენგეგმების, საცხოვრებელი მიკრორაიონების (სოხუმში, გაგრაში, ოჩამჩირეში, გუდაუთაში, ბიჭვინთაში), ასევე, ქარხნების, მეცხოველეობის კომპლექსების, მეფრინველეობის ფაბრიკების დაპროექტებას; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტდა მრავალსართულიანი შენობები (ქ. სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში), სანატორიუმის მრავალსართულიანი კორპუსი, იახტ-კლუბი და რესტორანი "ამრა", სატელევიზიო ანძა (ქ. სოხუმში); მონაწილეობდა კოლხეთის სუსტი გრუნტების პირობებში ხიმინჯიანი საძირკვლების დაპროექტება-დანერგვაში; მასიურ ხიმინჯიანი საძირკველმშენებლობის ერთ-ერთი პიონერი საქართველოში და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; მიღებული აქვს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.454

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: