The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაალ ნაცვალაძე

ზაალ ნაცვალაძე
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1948  (75 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი მშენებლობის ტექნოლოგიის სპეციალობით 1971 წელს.

მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N18 სამშენებლო ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1972 წლიდან მუშაობდა იმავე სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N3 სამშენებლო სამმართველოში, ჯერ უბნის უფროსად, შემდგომ კი სამმართველოს უფროსად; 1976 წელს გადაიყვანეს საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N30 მოძრავ მექანიზებული კოლონის უფროსად; 1986-1988წწ. მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროს კაპ. მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსად; ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით (როგორც დამკვეთი) აშენებულ იქნა ათობით საშუალო სკოლა და სპორტულ გამაჯანსაღებელი ობიექტები რესპუბლიკის ქალაქებსა და სოფლის რეგიონებში; კერძოდ: ახალქალაქში ქართული საშუალო სკოლა, ასევე ბოგვის, ფარცხანაყანების, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ბაღდათის და სხვა; 1994 წელს დააფუძნა და ჩამოაყალიბა სამშენებლო კომპანია "აღმშენებლობა", რომელიც დღემდე აწარმოებს ქ. თბილისში ბინათმშენებლობას, სოციალურ-კულტურული ობიექტების მშენებლობას; საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში მუშაობის პერიოდი მისი ხელმძღვანელობით ექსპლუატაციაში შევიდა არაერთი მეფრინველეობის და მეცხოველეობის ობიექტი; 2000-2005წწ. ააშენა რაგბის სპორტული სკოლა ქ. თბილისში (III მასივი), ვაკის რაიონში ცენტრალური საბავშვო ბაღი, გაგარინისა და საბურთალოს ქუჩებზე საცხოვრებელი სახლები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.454; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.26

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: