The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ნახუცრიშვილი

ოთარ ნახუცრიშვილი
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1936
გარდაცვ. თარიღი:22 ნოემბერი, 2022  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1963 წელს; მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის ასპირანტურა 1970 წელს.

1970 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტი) არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე პროფესორად; მისი ძირითადი ნამუშევრებია: ავტოსადგურ იალტაში (არქიტექტორ გ. ჩახავასთან ერთად, 1966), ტურისტული სასტუმრო თბილისში (1976, აღინიშნა II პრემიით), აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმი (1979, II პრემია), თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - რეკონსტრუქცია (1980, I პრემია), თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (რეკონსტრუქცია-გაფართოება, 1989), რიყის უბნის ქალაქგეგმარებითი კონცეფცია (1998, I-II პრემია), ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (2001, II პრემია), სასტუმროები თბილისში, აბანოთუბანში (2002), საცხოვრებელი სახლები (თბილისში, ზუგდიდში, მანავსა და საგარეჯოში); არის არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.456; საქართველოს არქიტექტორთა კავშირი:  m.facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: