Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ნახუცრიშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1963 წელს; მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის ასპირანტურა 1970 წელს. 1970 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტი) არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე პროფესორად; მისი ძირითადი ნამუშევრებია: ავტოსადგურ იალტაში (არქიტექტორ გ. ჩახავასთან ერთად, 1966), ტურისტული სასტუმრო თბილისში (1976, აღინიშნა II პრემიით), აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმი (1979, II პრემია), თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - რეკონსტრუქცია (1980, I პრემია), თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (რეკონსტრუქცია-გაფართოება, 1989), რიყის უბნის ქალაქგეგმარებითი კონცეფცია (1998, I-II პრემია), ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (2001, II პრემია), სასტუმროები თბილისში, აბანოთუბანში (2002), საცხოვრებელი სახლები (თბილისში, ზუგდიდში, მანავსა და საგარეჯოში); არის არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.456; საქართველოს არქიტექტორთა კავშირი: m.facebook.com Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |