The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე კვალიაშვილი

ალექსანდრე კვალიაშვილი
დაბადების თარიღი:24 ნოემბერი, 1898
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 1975  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1928 წელს.

1929-1930წწ. მონაწილეობდა ბაქოს დრამატული დასის წარმოდგენებში. იყო ესტრადის მსახიობი. შეასრულა სახასიათო როლები ფილმებში: "ნახვამდის" (გ. მაკაროვი, 1934, ლომიძის მეგობარი), "არსენა" (მ. ჭიაურელი, 1937, კინტო), "დიადი განთიადი" (მ. ჭიაურელი, 1938, გერმანელი ოფიცერი), "დაგვიანებული სასიძო" (კ. მიქაბერიძე, 1939, ლუკა), "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" (ნ. სანიშვილი, 1954, ფოტოგრაფი), "ბაში-აჩუკი" (ლ. ესაკია, 1956, სესია), "მანანა" (შ. მარტაშვილი, ზ. გუდავაძე, 1958, რადიომიმღებების გამყიდველი), "ყვავილი თოვლზე" (შ. მანაგაძე, 1959, მატარებლის გამყოლი), "ფრესკა" (ლ. ღოღობერიძე, 1961, ვარლამი), "კეთილი ადამიანები" (შ. მანაგაძე, 1961, ილარიონი), "ბურთი და მოედანი" (ყ. მგელაძე, 1961, კუჭკუჭის ნათესავი). გადაღებულია ეპიზოდებში: "ფრთოსანი მღებავი" (ლ. ესაკია, 1936), "დაკარგული სამოთხე" (დ. რონდელი, 1937), "ხიდობნელი ქალიშვილი" (დ. ანთაძე, 1940), "აბეზარა" (ნ. სანიშვილი, 1956), "ეთერის სიმღერა" (ს. დოლიძე, 1956), "ზვიგენის კბილი" (შ. გედევანიშვილი, 1959), "განაჩენი" (ლ. ხოტივარი, 1959), "უყაიმო თამაში" (ი. ქავთარაძე, 1966). ესტრადის, თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 108; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge


გააზიარე: