The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ გაბიტაშვილი

ანზორ გაბიტაშვილი
დაბადების თარიღი:11 ოქტომბერი, 1939
გარდაცვ. თარიღი:10 მაისი, 2021  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ვეჯინის სასაფლაო, გურჯაანის რაიონი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვეჯინი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს. 

1975-1987წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის საექიმო კონტროლისა და სამკურნალო ფიზკულტურის მეთოდისტი. 1976-1986 წწ. წლიდან საქართველოს ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის "დინამოს" ფიზიოთერაპევტი; 1990 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის ფიზიოთერაპევტი. სსრკ ჩემპიონი (1977); სსრკ თასის მფლობელი (1976, 1999); თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981); თასის მფლობელთა თასის ნახევარფინალისტი (1982); დ. ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი (2002, 2003, 2005). დაჯილდოებულია საქართველოში სპორტული მედიცინის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის (2005). 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.96


გააზიარე: