The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გაგოშიძე

დავით გაგოშიძე
დაბადების თარიღი:19 აპრილი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს; მოსკოვის გრაბარის სარესტავრაციო ცენტრი შუა საუკუნეების მხატვრობის კოპირების სპეციალობით 1984 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1990 წელს. 

1982 წლიდან უშაობდა ძველი ქართული მხატვრობის კვლევის, ფიქსაციისა და რესტავრაციის ცენტრში; 1990-1991წწ. მუშაობდა უჩა ჯაფარიძის სახელობის შემოქმედებითი სტუდიის ფერწერის სახელოსნოში. მუშაობს ფერწერის, გრაფიკისა და მინიატიურის დარგებში. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულია სარესტავრაციო სამუშაოები ანანურის, დირბის და კულაშის ეკლესიებში; მიმდინარეობს უბისა და ყინწვისის ეკლესიების კედლის მხატვრობის რესტავრაცია. მიღებული აქვს მონაწილეობა გამოფენებში: ჰამბურგი (გერმანია, 1996) გალ. "ჰობი" (თბილისი, 1998, 1999), გალ. "ორიენტი" (თბილისი, 1999, 2000), ჰამბურგი (2002), გალ. "ჰობი" (თბილისი, 2002, 2003), გალ. "შარდენი" (თბილისი, 2003), "Alberti Gallery" (ლონდონი, 2003), პარიზი (2004), გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (თბილისი, 2005), გალ. "N" (2005), გალ. "ვარაზი" (თბილისი, 2005), პარიზი (2005); გამართული აქვს პერსონალური გამოფენები: ძველი ქართული ხელოვნების ნიმუშების ასლების (თბილისი, 1989, 1995); საკუთარი ნამუშევრების - ჰამბურგი (გერმანია, 1997, 1999), გალ. "ჰობი" ( 1998), აშშ საელჩო (თბილისი, 2000). 1989 წლიდან მონაწილეობს ჯგუფურსა და სოლო გამოფენებში, ადგილობრივსა თუ საერთაშორისო პროექტებში. 1989 წელს მხატვრის სახლში ქართული ხელოვნების IV საერთაშორისო სიმპოზიუმისადმი მიძღვნილი შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის ასლებისა და ასლი-რეკონსტრუქციების გამოფენა; 2008-2009წწ. დავით გაგოშიძე მონაწილეობდა ლონდონის "The Chambers Gallery"-ში მოწყობილ ქართველი მხატვრების ჯგუფურ გამოფენაში; 2013 წელს კი პარიზში ექსპონირებულ იქნა სამი მხატვრის - ზეზვა არჩემაშვილის, ფილიპ ქარონისა და დავით გაგოშიძის შემოქმედება. მხატვარი, რესტავრატორი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.99; მხატვართა გილდიის ვებ გვერდი: artguild.clubხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 168-169


გააზიარე: