Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით გაგოშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს; მოსკოვის გრაბარის სარესტავრაციო ცენტრი შუა საუკუნეების მხატვრობის კოპირების სპეციალობით 1984 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1990 წელს. 1982 წლიდან უშაობდა ძველი ქართული მხატვრობის კვლევის, ფიქსაციისა და რესტავრაციის ცენტრში; 1990-1991წწ. მუშაობდა უჩა ჯაფარიძის სახელობის შემოქმედებითი სტუდიის ფერწერის სახელოსნოში. მუშაობს ფერწერის, გრაფიკისა და მინიატიურის დარგებში. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულია სარესტავრაციო სამუშაოები ანანურის, დირბის და კულაშის ეკლესიებში; მიმდინარეობს უბისა და ყინწვისის ეკლესიების კედლის მხატვრობის რესტავრაცია. მიღებული აქვს მონაწილეობა გამოფენებში: ჰამბურგი (გერმანია, 1996) გალ. "ჰობი" (თბილისი, 1998, 1999), გალ. "ორიენტი" (თბილისი, 1999, 2000), ჰამბურგი (2002), გალ. "ჰობი" (თბილისი, 2002, 2003), გალ. "შარდენი" (თბილისი, 2003), "Alberti Gallery" (ლონდონი, 2003), პარიზი (2004), გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (თბილისი, 2005), გალ. "N" (2005), გალ. "ვარაზი" (თბილისი, 2005), პარიზი (2005); გამართული აქვს პერსონალური გამოფენები: ძველი ქართული ხელოვნების ნიმუშების ასლების (თბილისი, 1989, 1995); საკუთარი ნამუშევრების - ჰამბურგი (გერმანია, 1997, 1999), გალ. "ჰობი" ( 1998), აშშ საელჩო (თბილისი, 2000). 1989 წლიდან მონაწილეობს ჯგუფურსა და სოლო გამოფენებში, ადგილობრივსა თუ საერთაშორისო პროექტებში. 1989 წელს მხატვრის სახლში ქართული ხელოვნების IV საერთაშორისო სიმპოზიუმისადმი მიძღვნილი შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის ასლებისა და ასლი-რეკონსტრუქციების გამოფენა; 2008-2009წწ. დავით გაგოშიძე მონაწილეობდა ლონდონის "The Chambers Gallery"-ში მოწყობილ ქართველი მხატვრების ჯგუფურ გამოფენაში; 2013 წელს კი პარიზში ექსპონირებულ იქნა სამი მხატვრის - ზეზვა არჩემაშვილის, ფილიპ ქარონისა და დავით გაგოშიძის შემოქმედება. მხატვარი, რესტავრატორი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.99; მხატვართა გილდიის ვებ გვერდი: artguild.club; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 168-169
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |