The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გალდავა

დაბადების თარიღი:19 მარტი, 1970  (54 წლის)
კატეგორია:ექიმი, იურისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1993 წელს, თბილისის იურდიულ-ფსიქოლოგიური უნივერსიტეტი 2005 წელს.  

1986-1988წწ. იყო ინფექციური საავადმყოფოს სეფსისის ცენტრის ქირურგიული განყოფილების სანიტარი; 1991 წლიდან კანისა და ვენ-სნეულებათა ს/კ ინსტიტუტის თანამშრომელი; 2002 წლიდან პს "ჯანმრთელობის სახლის" კონსულტანტი; 2000 წლიდან უმაღლესი სამედიცინო სკოლა "აიეტის" პედაგოგი; 2003 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ხელმძღვანელი. საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი (2005); ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა (2004), ისრაელის, აზერბაიჯანის, სომხეთის დერმატო-ვენეროლოგთა (2005) ასოციაციების წევრი; ს/ს კანისა და ვენ-სნეულებათა ს/კ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე (2004). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "შარდ-სასქესო სისტემის ინფექციურ-ანთებითი პროცესები და პათოსპერმია",

დაიცვა 2002 წელს. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.101

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭო, წევრი (2004-)

გააზიარე: