შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ კეჭეყმაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორის საკომპოზიციო ფაკულტეტი (დ. თორაძის კლასი) 1965 წელს. ჯერ კიდევ მუსიკალურ ათწლედში სწავლის პერიოდში, იოსებ კეჭაყმაძე მუშაობდა ქ. თბილისის მასწავლებელთა რესპუბლიკურ სახლში გუნდის კონცერტმაისტერად და ქორმაისტერად. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში კი კონცერტმაისტერად საგუნდო-სადირიჟორო კათედრაზე ოდისეი დიმიტრიადთან. 1966 წელს მუშაობა დაიწყო მუსიკალურ - ქორეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდიუმში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1968 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას კონსერვატორიაში. 1980-2007წწ. იყო საგუნდო - სადირიჟორო კათედრის გამგე. 1972 წლიდან საქართველოს კულტურის სამინისტროში იყო მუსიკალურ დაწესებულებათა სამმართველოს უფროსი, სარეპერტუარო-სარედაქციო კოლეგიის მთავარი რედაქტორი. 1993 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის კომიტეტის თავმჯდომარე. 2002 წლიდან კულტურის მინისტრის მრჩეველი. დაწერა მუსიკა ფილმებისთვის: "ძაღლი"(1974), "ბათა ქექია" (ლ. გორდელაძე, 1978), "მთის ნოველა" (მ. თავაძე, 1979), "ძნელი დასაწყისი (თ. მაღალაშვილი, 1981), "არსენას ლექსი" (თ. მაღალაშვილი, ნ. ხატისკაცი, 1985), "ჩემი ბოშები" (ლ. გორდელაძე, 1987). საორკესტრო და ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებები: ხუთი პიესა კამერული ორკესტრისათვის (1965), სიმფონიური პოემა "უცნობი ჯარისკაცის საფლავთან" (1966), "ერის ხმა" კანტატა ტენორის, ბარიტონის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1966), "ქართულო ცაო" ბალადა სოლიტის, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1970), "მამათა კერა" ოდა სოლისტის, მამაკაცთა გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1972) და სხვ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორის პროფესორი (1984). 2009 წელს დაჯილდოვდა სამოციქულო ეკლესიის წმინდა გიორგის ოქროს ორდენით; 2013 წელს ქ. ოზურგეთში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას იოსებ კეჭაყმაძის სახელი მიენიჭა. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 108 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |