შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლუბა კვალიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა პედსასწავლებელი 1930 წელს და "სახკინმრეწვთან" არსებული კინოოპერატორთა კურსები 1931 წელს. მუშაობდა მულსაამქროში ანიმაციური ფილმების ოპერატორის ასისტენტად. როგორც მთავარმა ოპერატორმა გადაიღო ნახატი ფილმები: "არგონავტები" (ვ. მუჯირი, 1936), "ჯაფარა" (ა. ხინთიბიძე, 1951), "ნავი ჩუკა" (ა. ხინთიბიძე, 1951), "სათაგური" (ო. ანდრონიკაშვილი, 1965), "ლურჯი მელია" (გ. ლავრელაშვილი, 1971), "დამსხვრეული ოცნება" (მ. ჭიაურელი, 1972), "მგელცხვარიანი" (გ. ლავრელაშვილი, 1976), "კაცუნები" (ბ. შოშიტაიშვილი", 1978), "არაჩვეულებრივი ნადირობა" (ო. ანდრონიკაშვილი, 1980) და სხვ. კინოოპერატორი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 108-109; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |