შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური კვაჭაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტორის სპეციალობით 1969 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (ლ. ღოღობერიძის სახელოსნო) 1979 წელს. მუშაობდა ზონალური პროექტირების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და კინოსტუდია "ქართულ ფილმში" არქიტექტორად. გადაიღო მხატვრული ფილმები: "ყველაწმინდა" (1977), "ევრიკა" (1979), "აია კოლხეთი" (1981), "ექვსი თოვლიანი დღე" (1986), "წინამორბედი"(1988); დოკუმენტური ფილმები: "არქიტექტორები"(1979), "ალავერდი" (1978), "უკანასკნელი წერილი შვილებს" (ლ. ღოღობერიძესთან ერთად, 1981); დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: "ბეღურების გადაფრენა" (თ. ბაბლუანი, 1980), "რად სტვენს ბულბული" (გ. პეტრიაშვილი, 1980), "თეთრი ცხენი უკეთესია?" (ვ. აბლოთია, 1982) და სხვ. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.109
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |