The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იური კვაჭაძე

იური კვაჭაძე
Date of birth:2 January, 1947
Date of death:22 July, 2007  (at 60 years)
Category:Engineer, Painter, Filmmaker, Screenwriter

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტორის სპეციალობით 1969 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (ლ. ღოღობერიძის სახელოსნო) 1979 წელს.

მუშაობდა ზონალური პროექტირების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში და კინოსტუდია "ქართულ ფილმში" არქიტექტორად. გადაიღო მხატვრული ფილმები: "ყველაწმინდა" (1977), "ევრიკა" (1979), "აია კოლხეთი" (1981), "ექვსი თოვლიანი დღე" (1986), "წინამორბედი"(1988); დოკუმენტური ფილმები: "არქიტექტორები"(1979), "ალავერდი" (1978), "უკანასკნელი წერილი შვილებს" (ლ. ღოღობერიძესთან ერთად, 1981); დამდგმელი მხატვარია ფილმებისა: "ბეღურების გადაფრენა" (თ. ბაბლუანი, 1980), "რად სტვენს ბულბული" (გ. პეტრიაშვილი, 1980), "თეთრი ცხენი უკეთესია?" (ვ. აბლოთია, 1982) და სხვ.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.109


Share: