The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე
დაბადების თარიღი:24 იანვარი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახემწიფო სამედიცინო სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 

1974-1991წწ. იყო თბილისის სახემწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი. 1991-1996წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევითი და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და კვლევითი იმუნოგენეტიკის განყოფილების გამგე; 1994-1997წწ. ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის დირექტორი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრი (1995-2004). გამოქვეყნებული აქვს შრომები ჯანდაცვის ორგანიზაციის, სამედიცინო განათლებისა და  მეცნიერებათა აქტუალურ საკითხებსა და საქართველოს ჯანდაცვის განვითარების შესახებ. არის ევროპის ალერგიისა და კვლევითი იმუნოლოგიის აკადემიის, გერმანიის ალერგიისა და იმუნოლოგიის საზოგადოების, UCB ალერგიის ინსტიტუტის (ბელგია) წევრი; საქართველოს ალერგიისა და იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-თავჯდომარე, პროფესორი (1991); ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი (2013); მისი ბიოგრაფია შესულია მსოფლიოს ალერგოლოგიისა და კვლევითი იმუნოლოგიის ასოციაციის ცნობარში (1990) და ცნობარში "ვინ ვინაა ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში" (2000). დი­ა­ბე­ტი­ან ბავ­შ­ვ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი დი­ა­ბე­ტი­ა­ნი ბავ­შ­ვე­ბი­სად­მი გა­მო­ჩე­ნი­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბი­სა და დახ­მა­რე­ბის­თ­ვის ამი­რან გამ­ყ­რე­ლი­ძე ასო­ცი­ა­ცი­ის ოქ­როს მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა (2002).

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.101

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
    სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი დიდი წვლი­ლი­სთ­ვის, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი COVID-19-ის პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის საქ­მე­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, უმაღ­ლე­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და ქვეყ­ნი­სთ­ვის თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მი­სთ­ვის, წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი და მეც­ნი­ე­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბი­სთ­ვის
  • 2020 - თბილისის საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: