Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გეგა კობახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1983 წელს. პირველად კინოში 5 წლისა გადაიღეს ფილმში "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება" (ნ. მჭედლიძე, 1966). მთავარი როლი შეასრულა ფილმებში "ლაზარეს თავგადასავალი" (ქ. ხოტივარი, რ. ხოტივარი, 1975). მონაწილეობს ფილმებში:"აურზაური სალხინეთში" (ლ. ღოღობერიძე, 1975), "ჩიტის რძე" (ნ. სანიშვილი, 1975), "ის ჩვენთან დარჩეს" (ი. ტარკოვსკაია, 1975, რუსეთი), "ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა" (ა. ნინუა, 1977), "კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის" (ბ. წულაძე, 1981, ნუკრი) და სხვ. 1983 წელს თენგიზ აბულაძემ მიიწვია თორნიკე არევაძის როლზე ფილმში: "მონანიება", მაგრამ ეკრანზე ის მაყურებელს არ უნახავს. 1983 წელს თვითფრინავის გატაცებისა და საბჭოთა იმპერიის საზღვრების დატოვების მცდელობის გამო, კობახიძეს სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს, რაც 1984 წელს სისრულეში იქნა მოყვანილი ("მონანიების" კადრები მისი მონაწილეობით განადგურებულია). მსახიობ ნათელა მაჭავარიანის შვილი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ.113
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |