The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ლანჩავა

თეიმურაზ ლანჩავა
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

ნოველების პირველი კრებული "ჩემი მხიარული მოწყენილობა" 1974 წელს გამოსცა. ავტორია  40-მდე პროზაული და პოეტური კრებულისა, მათ შორის: "ამბავი სიზმრის აბლაბუდიდან", "საიდან მოდიხარ, სიყვარულო", "ზამთრის თეთრი მერცხლები", "ჩამქრალი ვულკანი", "ბედნიერი ხარ უსასრულობით", "გარდასულ დღეთა უსასრულობა", "ჩემი სიკვდილის სინათლე", "მიასვენებენ ქარები ფოთლებს" და სხვა. გამოცემული აქვს ნაწარმოებების ორტომეული, ოთხტომეული, რჩეული ლექსების ერთტომეული და სხვა. 1989 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის სამხარეო ორგანიზაციის თავმჯდომარეა, რედაქტორობს მწერალთა და ხელოვანთა გაზეთ "უქიმერიონს" (ქუთაისი). მინიჭებული აქვს "ქართული კულტურის რაინდის", "ხელოვნების ქურუმის" წოდება, საქართველოს  მწერალთა  საერთო-ეროვნული კავშირის  ლიტერატურული პრემია, ხოლო 2017 წელს რუსეთის მწერალთა კავშირის  მოსკოვის ორგანიზაციამ გადასცა ა. პუშკინის სახელობის პრემია და დააჯილდოვა ოქროს მედლით. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, აფხაზურ, გერმანულ, ინგლისურ ენებზე.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 197

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზოგადოება "ქუთაისელი", პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • მუხრან მაჭავარიანის სახელობის პრემია
  • ოთარ მამფორიას სახელობის პრემია
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია (ოქროს მედალი)
  • ტბელ აბუსერიძის სახელობის პრემია
  • ქუთაისის საპატიო მოქალაქე
  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია
  • დავით კლდიაშვილის სახელობის პრემია
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
  • გიორგი ლეონიძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: