Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ლანჩავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. ნოველების პირველი კრებული "ჩემი მხიარული მოწყენილობა" 1974 წელს გამოსცა. ავტორია 40-მდე პროზაული და პოეტური კრებულისა, მათ შორის: "ამბავი სიზმრის აბლაბუდიდან", "საიდან მოდიხარ, სიყვარულო", "ზამთრის თეთრი მერცხლები", "ჩამქრალი ვულკანი", "ბედნიერი ხარ უსასრულობით", "გარდასულ დღეთა უსასრულობა", "ჩემი სიკვდილის სინათლე", "მიასვენებენ ქარები ფოთლებს" და სხვა. გამოცემული აქვს ნაწარმოებების ორტომეული, ოთხტომეული, რჩეული ლექსების ერთტომეული და სხვა. 1989 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის სამხარეო ორგანიზაციის თავმჯდომარეა, რედაქტორობს მწერალთა და ხელოვანთა გაზეთ "უქიმერიონს" (ქუთაისი). მინიჭებული აქვს "ქართული კულტურის რაინდის", "ხელოვნების ქურუმის" წოდება, საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული კავშირის ლიტერატურული პრემია, ხოლო 2017 წელს რუსეთის მწერალთა კავშირის მოსკოვის ორგანიზაციამ გადასცა ა. პუშკინის სახელობის პრემია და დააჯილდოვა ოქროს მედლით. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, აფხაზურ, გერმანულ, ინგლისურ ენებზე. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 197 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |