The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო შვანგირაძე

ნინო შვანგირაძე
Date of birth:14 September, 1917
Date of death:14 December, 1997  (at 80 years)
Burial location:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Scientist, Educator, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1946 წელს.

1946-1948წწ. - სათეატრო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი; 1948-1951წწ. - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტი, უფროსი მასწავლებელი და თეატრის ისტორიის კაბინეტის ხელმძღვანელი; 1951-1960წწ. - რუსთაველის თეატრის მუზეუმის გამგე; 1960-1977წწ. - საქართველოს თეატრალური საზოგადოების სამეცნიერო-შემოქმედებითი განყოფილების (შემდგომში თეატრისა და თეატრმცოდნეობის კაბინეტი) ხელმძღვანელი და საზოგადოების პრეზიდიუმის უცვლელი (არჩეულ იქნა ხუთჯერ) წევრი; 1977 წლიდან - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1947 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ქართული თეატრის ისტორიის, ანტიკური თეატრის კურსს. მისი ინიციატივით დაიწყო აღმოსავლეთის ქვეყნების თეატრის ისტორიის კურსის სწავლება. კითხულობდა შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1983 წელს არჩეულ იქნა თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის კათედრის პროფესორად. იგი იყო საქართველოს უცხოეთთან კულტურულ ურთიერთობათა და მეგობრობის საზოგადოების გამგეობის წევრი და ამ საზოგადოების თეატრალური სექციის თავმჯდომარე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის მიმნიჭებელი მუდმივი კომიტეტის მდივანი, ჟურნალ "თეატრალური მოამბის" (შემდგომში "თეატრი და ცხოვრება") კოლეგიის წევრი, მრავალი დათვალიერება-კონკურსების ჟიურის წევრი და სხვა. მისი გვარი შეტანილია "თეატრალურ ენციკლოპრდიაში" (მოსკოვი. 1967. ტ. V, გვ. 833) და არის ამავე ენციკლოპედიის სამეცნიერო კონსულტანტი, აგრეთვე სტატიების ავტორი: რუსთაველის თეატრის, ვ. ტაბლიაშვილის, თ. წულუკიძის, ს. ჭელიძის, ნ. ჩხეიძის შესახებ. დიდი ღვაწლი მიუძღვის გამოჩენილი ქართველი რეჟისორის სანდრო ახმეტელის შემოქმედების რეაბლიტაციის, შესწავლისა და პუბლიკაციის საქმეში. თეატრალური ხელოვნების საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი საჟურნალო და საგაზეთო სტატია. იბეჭდებოდა მოსკოვის, ლენინგრადისა და კიევის ჟურნალ-გაზეთებში. მონაწილეობდა: რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო სესიებსა და კონფერენციებში, თეატრალური საზოგადაოებების ყრილობებსა, თუ ლიტერატურისა და კულტურის დეკადებში. იგი ავტორია წიგნების: "თბილისის სანკულტურის თეატრი" (ვ. ნინიძესთან და ს. გერსამიასთან ერთად, 1955), "რუსთაველის თეატრი" (რუსულ ენაზე, შ. აფხაიძესთან ერთად, 1958), "სანდრო ახმეტელი" (კრებული, 1958), "თეატრალური ეტიუდები" (1964), "აკაკი ხორავა" (ალბომი, 1965), "სანდრო ახმეტელი" (ალბომი, 1967), "ირაკლი გამრეკელი" (1968), "აკაკი ფაღავა" (1969), "ნინო დავითაშვილი" (1972), "თამარ ჭავჭავაძე" (1973), "კარლო კუკულაძე" (კატალოგი. შემდგენელი და ნარკვევის ავტორი ნ. შვანგირაძე. თბილისი. 1974 წ. საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს მხატვართა კავშირის, საქართველოს თეატრალური საზოგადოებისა და საქართველოს სახელმწიფო სურათების გალერეა. ქართულ და რუსულ ენებზე), "სანდრო ახმეტელი" (კრებული, რუსულ ენაზე, 1977), "სანდრო ახმეტელი"(ალბომი, კ. ნინიკაშვილთან ერთად. 1977), "სანდრო ახმეტელი. დოკუმენტები და ნარკვევები" (შემდგენლები: ნ. შვანგირაძე, ნ. ურუშაძე, ეთ. დავითაია. თბ. 1978 წ. ტ. I (1886-1926), "ლევან აბუაშვილი" (1984), "ალექსანდრე წუწუნავა" (1986) და სხვა. მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში ერთ-ერთი უდიდესია ნინო შვანგირაძის არქივი, რომელიც 3204 ერთეულს შეიცავს. ამას გარდა, მისი ნაშრომის დედანი "ნინო დავითაშვილი" (ხელნაწერი, 186 გვ.) დაცულია ნინო დავითაშვილის პირად არქივში. 1973-1989წწ. იყო ახალგაზრდა შემოქმედთა რესპუბლიკური და საკავშირო დათვალიერებების ჟიურის მდივანი. თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1975), პროფესორი (1983). ქართველი ლიტერატურათმცოდნის იოსებ მეგრელიძის მეუღლე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თამარ ჭავჭავაძე", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ 105-106

Member of Organizations

  • საქართველოს უცხოეთთან კულტურულ ურთიერთობათა და მეგობრობის საზოგადოება, გამგეობის წევრი

Awards and Honors

  • 1986 - საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია
    შემოქმედ-ახალგაზრდობის დათვალიერება-კონკურსის ნაყოფიერ ჩატარებასთან დაკავშირებით გაწეული დამსახურებისთვის
  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: