The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დათო პაპუაშვილი

დათო პაპუაშვილი
ოფიციალური სახელი:დავით პაპუაშვილი
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1942
გარდაცვ. თარიღი:4 სექტემბერი, 2023  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1963 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კოტე (რ. სტურუას, გ. ქავთარაძის "ბრალდება"), გურამ შელია (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), ჯამბაზი ალე ჰოპი (ა. სულაკაურის "სალამურა"), სამსონი (გ. სუნდუკიანის "პეპო"), მთქმელი (თ. ჭილაძის "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის"), ფაინშტეინი (ა. ჩხაიძის "სამიდან ექვსამდე"), კეიტსბი, ოსვალდი (შექსპირის "რიჩარდ III ",  "მეფე ლირი") სილიბისტრო (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "გია მიდის ყამირზე" (1963), "საერთო კედელი" (1972), "წკიპურტები"(თანამშრომელი, ქურდი, 1973), "თვალი პატიოსანი" (1976), "მონანიება" (1984) და სხვ. თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ. 106-107; ეროვნული ფილმოგრაფია : geocinema.gereportiori.gefacebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - აფხაზეთის დამსახურებული არტისტი
  • 1981 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: