შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან შატბერაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კავთისხევი, კასპის რაიონი. დაამთავრა ა. ლუნაჩარსკის სახელობის მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტის რეჟისორთა დახელოვნების კურსები 1948 წელს. 1932 წლიდან კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: არჩილი (გ. შატბერაშვილის "ფიქრის გორა"), ქერუბინო (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), თენგიზი (კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქლიშვილები"), ღვთისო (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ზაქარია (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ") და სხვა. 1948 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში მუშაობს დამდგმელ რეჟისორად, სადაც განახორციელა შემდეგი დადგმები: "გ. შატბერაშვილის "რკინის პერანგი" (1948) და "ძველი სახლი" (1949), გ. მდივნის "ვარდო" (1949), მ. ბარათაშვილის "მარინე" (ა. ჩხარტიშვილთან ერთად, 1960), გ. გელბაქიანის "ჩემი პირადი საქმე" (1951), და სხვა. ლ. შატბერაშვილი წლების მანძილზე მთავარ რეჟისორად მუშაობდა თელავის, ცხინვალისა და ბათუმის თეატრებში, ხოლო სიცოცხლის ბოლო წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ს. ზაქარიაძის სახ. თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში. წყარო: ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ. 108-109 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |