The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან შატბერაშვილი

დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1912
გარდაცვ. თარიღი:1976  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კავთისხევი, კასპის რაიონი.

დაამთავრა ა. ლუნაჩარსკის სახელობის მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტის რეჟისორთა დახელოვნების კურსები 1948 წელს. 

1932 წლიდან კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: არჩილი (გ. შატბერაშვილის "ფიქრის გორა"), ქერუბინო (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), თენგიზი (კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქლიშვილები"), ღვთისო (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ზაქარია (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ") და სხვა. 1948 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში მუშაობს დამდგმელ რეჟისორად, სადაც განახორციელა შემდეგი დადგმები: "გ. შატბერაშვილის "რკინის პერანგი" (1948) და "ძველი სახლი" (1949), გ. მდივნის "ვარდო" (1949), მ. ბარათაშვილის "მარინე" (ა. ჩხარტიშვილთან ერთად, 1960), გ. გელბაქიანის "ჩემი პირადი საქმე" (1951), და სხვა. ლ. შატბერაშვილი წლების მანძილზე მთავარ რეჟისორად მუშაობდა თელავის, ცხინვალისა და ბათუმის თეატრებში, ხოლო სიცოცხლის ბოლო წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ს. ზაქარიაძის სახ. თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში. 

წყარო: ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ. 108-109

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: