შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ნებიერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაანაწილეს ქ. ვოლგოგრადში (ყოფილი სტალინგრადი) მეორე მსოფლიო ომის დროს დანგრეული ქალაქის აღდგენაში მონაწილეობის მისაღებად; მუშაობდა სამუშაოთა მწარმოებლად საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე; 1950 წელს სათავეში ჩაუდგა სტალინგრადის სარკინიგზო სადგურის მშენებლობას, რომელიც საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობათა კონკურსზე პირველი ადგილით აღინიშნა; 1955 წელს, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს რუსთავის სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" მოთხოვნით დაბრუნდა საქართველოში; ხელმძღვანელობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის N1, N2, და N3 (ელექტროლიზური) საამქროების კომპლექსების, საკირე მეურნეობის და ათობით საცხოვრებელი სახლის მშენებლობას; 1957 წლიდან მუშაობდა ჭიათურაში საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტის სისტემაში სამშენებლო სამმართველოების: "მრეწვმშენის", "ბინათმშენებლობისა" და "ჭიათურმშენის" უფროსად, ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1970-1974წწ. N8 სამშენებლო ტრესტ "ჭიათურმანგანუმმშენის" მმართველი იყო; 1974-2008წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მმართველის მოადგილე და სს "საქჰიდროენერგომშენის" გენერალური დირექტორის მოადგილე; სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტების მშენებლობას; ესენია: გამამდიდრებელი კომბინატი და ახალი მაღარო (დარკვეთში), N29 გამამდიდრებელი ფაბრიკა (საყოფაცხოვრებო კორპუსებითა და საბაგირო გზით), ცენტრალური საფლოტაციო და დამყვანი ფაბრიკების კომპლექსები, ცენტრალური მექანიკური სახელოსნო, ფასკნარის სასმელი წყლის მაგისტრალური ხაზი და სხვა; მონაწილეობდა "ენგურჰესის", "ჟინვალჰესის", თბილისის სასმელი წყლით მომარაგების ჰიდროკვანძის, გარდაბნის საკანალიზაციო კოლექტორის, ვარციხის კასკადის 4 ჰესისა და სხვა ობიექტების მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.456-457 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |