The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სურენ გორსკი

Legal name:სურენ ტერ-გევორდიანი
Date of birth:5 October, 1902
Date of death:1980  (at 77 years)
Category:Dancer, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტი 1940 წელს.

1918-1922წწ. სწავლობდა საბალეტო სკოლაში მ. პერინის ხელმძღვანელობით; 1921-1922წწ. მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მსახიობად; სხვადასხვა წლებში მუშობდა ბაქოს, ერევნის, სვერდლოვსკის და ნოვოსიბირსკის თეატრებში; 1926-1960წწ. თბილისის ოპერისა და თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მოცეკვავე სოლისტია; 1941 წელს ერთდროულად  ეწეოდა რეჟისორობას და დგამდა ცალკეულ სპექტაკლებს.მრავალი წლის მანძილზე,  სიცოცხლის ბოლომდე ის ხელმძღვანელობდა საბალეტო დასს, როგორც დასის გამგე და ბალეტის წამყვანი რეჟისორი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გირე-ხანი (ბ. ასაფიევის "ბაღჩი სარაის შადრევანი"), პეტროვი (დ. თორაძის "მშვიდობისათვის"), ბაზალი, ესპადა (ლ. მინკუსის "დონ კიხოტი"), კომანდორი (ა. კრეინის "ლაურენსია"), მეფე ჯიმშერი (გ. კილაძის "სინათლე"), თოვლის ბაბუა, პრინცი ზიგფრიდი (პ. ჩაიკოვსკის "შჩელკუნჩიკი", "გედის ტბა"), კორსარ ბირბანტო (ა. ადანის "კორსაო"), ჯარჯი და თავადი ზაალი (ა. ბალანჩივაძის "მთების გული"), ჩინოვნიკი (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), მეფე (დ. თორაძის "გორდა"), განსი (ა. ადანის "ჟიზელი"), ივანუშკა (რ. შჩედრინის "კუზიანი კვიცი"), ფები და გრენუარი (ც. პუნის "ესმერალდა"), ფრანცი (ლ. დელიბის "კოპელია") და სხვა. ს. გორსკი იყო  შემსრულებელი სოლო ცეკვებისა საოპერო სპექტაკლებში. დირიჟორობდა საბალეტო სპექტაკლებს - "დონ კიხოტი", "გედების ტბა", "ბაღჩისარაის შადრევანი".

წყარო: ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.111-112

Awards and Honors

  • 1946 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: