The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კირილ თუმანოვი

Legal name:კირილ თუმანიშვილი
Date of birth:13 October, 1913
Date of death:4 February, 1997  (at 83 years)
Burial location:კამპო-ვერანოს სასაფლაოს სამლოცველო, რომი, იტალია
Category:Historian, Scientist, Explorer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი.

კირილ თუმანოვი ეკუთვნოდა თავად თუმანიშვილთა რუსეთში დაფუძნებულ შტოს. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, მამასთან ერთად თავი ჯერ პარიზს (1918), შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებს შეაფარა (1928). დაამთავრა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, სადაც წლების მანძილზე მუშაობდა. 1970 წლიდან პენსიაზე იყო. იგი იყო ასევე მალტის რაინდთა სუვერენული ორდენის წევრი და ამ ორდენის ოფიციალური ისტორიკოს - კონსულტანტი. კირილ თუმანოვი ავტორია დასავლეთში აღიარებული შრომებისა შუა საუკუნეების კავკასიის ისტორიაზე, ასევე ქართული და სომხური არისტოკრატული საგვარეულოების გენეალოგიაზე. მიუხედავად ბევრი ღირსებისა, მისი ზოგიერთი გენეალოგიური სქემა არ არის საყოველთაოდ გაზიარებული. მისი შრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1963 წელს გამოცემული Studies in Christian Caucasian History ("კვლევები ქრისტიანული კავკასიის ისტორიაში"). დოქტორი (1943), საპატიო პროფესორი, გენეალოგი. ამერიკელი ისტორიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.125-126dic.academic.ru

Member of Organizations

  • მალტის ორდენი, წევრი

Share: