შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კედია![]()
ბიოგრაფია1921 წელს, საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო მიხეილ კედია ემიგრაციაში წავიდა გერმანიაში, სადაც დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი. მოგვიანებით საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველ ემიგრანტებთან ერთად მუშაობდა აბვერში. საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ, ნაცისტებმა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ებრაელები დააპატიმრეს. მათ შორის იყო საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ყოფილი მოადგილე იოსებ ელიგულაშვილი. ის იყო ქართული ეროვნული განძის საფრანგეთში ევაკუაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ქართველ ემიგრანტთა ჩარევითა და მიხეილ კედიას დახმარებით, გერმანელებმა იოსებ ელიგულაშვილი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ იგი მიხეილ კედიასთან ერთად იბრძოდა ქართველ ებრაელთა გამოსახსნელად. 1941 წლის 10 მარტს პარიზის სამხედრო კომენდანტ დოქტორ შტენგერს გაეგზავნა ქართველ ებრაელთა მემორანდუმი. მასში აღნიშნული იყო, რომ ქართველი ებრაელები სემიტები კი არა, არამედ ქალდეველები იყვნენ, რომლებმაც იუდაიზმი იწამეს და კავკასიაში დამკვიდრდნენ. ეს არგუმენტაცია დასაბუთებულად მიიჩნიეს ნაცისტმა მაღალჩინოსნებმა, რომლებსაც ამაში დაბეჯითებით არწმუნებდნენ მათი ქართველი კოლეგებიც: მიხეილ კედია, გიორგი მაღალაშვილი და გივი გაბლიანი. ამის შემდეგ ნაცისტებმა გააუქმეს ქართველ ებრაელთა დეპორტაციის განკარგულება. ამის წყალობით 70 ქართველი ებრაელი სიკვდილს გადაურჩა. ამასთანავე, მიხეილ კედიას მიერ დამზადებული ყალბი დოკუმენტებით გადაარჩინეს ათასზე მეტი არაქართველი ებრაელი. გერმანიის დამარცხების შემდეგ, ებრაელებმა სასამართლო პროცესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი მიხეილ კედიას და მოითხოვეს დანარჩენ დაპატიმრებულ ქართველთა გათავისუფლება. ისინი ამასთანავე ყოველთვიურად ფინანსურად ეხმარებოდნენ ქართველ ემიგრანტთა ოჯახებს. ომის შემდეგ მიხეილ კედია ჟენევაში დასახლდა, სადაც იგი 1954 წელს გარდაიცვალა. ქართველი ემიგრანტი გერმანიაში, აბევერის თანამშრომელი. მეორე მსოფლიო დროს საკონცენტრაციო ბანაკებიდან დაიხსნა ათასამდე ებრაელი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.4. -თბ.,2018. -გვ. 608-609
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |