The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ნებიერიძე

შალვა ნებიერიძე
Date of birth:20 December, 1903
Date of death:1942  (at 38 years)
Category:Aviator, Military Person

Biography

შალვა ნებიერიძე ქაქუცა ჩოლოყაშვილის "შეფიცულთა რაზმს" 1922 წელს შეუერთდა. მასთან ერთად მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში, რომლის დამარცხების შემდეგ ემიგრაციაში გაემგზავრა და საბოლოოდ საფრანგეთში დასახლდა. მუშაობდა ტაქსის მძღოლად პარიზში. 1931 წელს სათავეში ჩაუდგა ქართველი ემიგრანტებისგან ჩამოაყალიბებულ დრამატულ წრეს, შემდეგ მუდმივ დასს, რომელიც ფინანსური პრობლემების მიუხედავად წარმოდგენებს საფრანგეთის სხვადასხვა თეატრების სცენებზე მართავდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოხალისედ შეუერთდა გერმანელების მიერ შექმნილ სპეციალურ საჰაერო-სადესანტო ნაწილს( "თამარ პირველი"), რომელსაც დივერსიები საბჭოთა კავშირის ზურგში, საქართველოს ტერიტორიაზე უნდა განეხორციელებინა და მოემზადებინა საქართველოს მოსახლეობის აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 1942 წლის ზაფხულში მათე კერესელიძის მეთაურობით საქართველოს სხვადასხვა რაიონში დესანტირებულ დივერსანტთა უმეტესობა დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა. შალვა ნებიერიძე ჰაერში მოკლეს. შალვა ნებიერიძეს 1929 წლიდან ცოლად ჰყავდა მართა ალექსის ასული ამილახვარი. მათი შვილები იყვნენ ნელი (1930) და გივი (1931). ნელის 1945 წელს იძულებით გაუკეთეს რეპატრიაცია საბჭოთა კავშირში, სადაც არაერთი წელი გაატარა პატიმრობასა და გადასახლებაში. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილე, ემიგრანტი.

წყარო: ქართველები უცხოეთში. წ. 1. თბ., 2012. – გვ. 149-150.


Share: