შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გაჩეჩილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1987 წელს. 1987-1993წწ. იყო რუსთაველის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; გადაღებულია ფილმებში: "თეთრი ბაირაღები" (ისიდორეს სიძე, რეჟ.: გ. ლორთქიფანიძე, 1990), "ზღვარზე" (რეჟ.: დ. ცინცაძე, 1993), "გასეირნება ყარაბაღში" (აჩიკო ყიფიანი, რეჟ.: ლ. თუთბერიძე, 2005); 2005 წლიდან რადიო "უცნობის" დამფუძნებელი; სატელევიზიო პროექტ "საკანი №5" - საპროტესტო აქციის არასტანდარტული ფორმით შოუს მთავარი გმირი (2009). გამოქვეყნებული აქვს წიგნი "ბედისწერა" (1998). არაერთი საპროტესო აქციის მონაწილე და ორგანიზატორი (2003-2012), შოუმენი და საზოგადოებრივი აქტივისტი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.106; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |