The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გაჩეჩილაძე

გიორგი გაჩეჩილაძე
დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1966  (58 წლის)
კატეგორია:მომღერალი, მსახიობი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1987 წელს. 

1987-1993წწ. იყო რუსთაველის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; გადაღებულია ფილმებში: "თეთრი ბაირაღები" (ისიდორეს სიძე, რეჟ.: გ. ლორთქიფანიძე, 1990), "ზღვარზე" (რეჟ.: დ. ცინცაძე, 1993), "გასეირნება ყარაბაღში" (აჩიკო ყიფიანი, რეჟ.: ლ. თუთბერიძე, 2005); 2005 წლიდან რადიო "უცნობის" დამფუძნებელი; სატელევიზიო პროექტ "საკანი №5" - საპროტესტო აქციის არასტანდარტული ფორმით შოუს მთავარი გმირი (2009). გამოქვეყნებული აქვს წიგნი "ბედისწერა" (1998). არაერთი საპროტესო აქციის მონაწილე და ორგანიზატორი (2003-2012), შოუმენი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აქ­ტი­ვის­ტი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.106; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


გააზიარე: