The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გეგეჭკორი

გიორგი გეგეჭკორი
დაბადების თარიღი:27 აპრილი, 1958  (67 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. 

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი 1981 წელს.

1981-1983წწ. იყო საქჰიდროპროექტის ინჟინერი; 1983-1990წწ. სოფლის მეურნეობის სამმართველოს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების წამყვანი ინჟინერი; ოზურგეთის საკრებულოს მდივანი (1990); ოზურგეთის რაიონული საკრებულოს წევრი (1990, 1995, 1998). 2004 წლიდან გურიის მხარის რწმუნებულის მოადგილე. 1990-1995წწ. იყო საქართველოს რადიკალურ-მონარქისტული პარტიის თავმჯდომარე; 1995-2002წწ. ქართულ ტრადიციონალისტთა კავშირის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე;  საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გურიის მხარეში. 2007-2014 წწ. გურიის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონური განვითარების სამსახურის უფროსი. ინჟინერ-მშენებელი. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006. -გვ.109; საქართველოს სამეფო კლუბის ვებ გვერდი: georoyal.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაცია, თავმჯდომარე (2002-)
  • საქართველოს სამეფო კლუბი, წევრი
  • ჩოხოსანთა დასი, წევრი

გააზიარე: