შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრონიკე გაბისულავა![]()
ბიოგრაფიაანდრონიკემ, მეორე ბერთან, ქვაბალია მახარებელთან ერთად, სამეგრელოს მთავრის ვამეყ I დადიანის (1384-1396) დავალებით კონსტანტინოპოლიდან ჩამოიყვანა მხატვარი კირ მანუელ ევგენიკოსი, რომელმაც შესანიშნავი ფრესკული მხატვრობით შეამკო წალენჯიხის მთავანგელოზთა ტაძარი. ამის შესახებ მოთხრობილია ტაძრის სვეტებზე მოთავსებულ საღებავით შესრულებულ ქართულ და ბერძნულ წარწერებში. წალენჯიხის მხატვრობა პალეოლოგოსთა ეპოქის ბიზანტიური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია საქართველოში. გამოთქმულია მოსაზრება, რომ კირ მანუელ ევგენიკოსს ტაძრის მოხატვაში გაბისულავა ანდრონიკე და ქვაბალია მახარებელი ეხმარებოდნენ. წალენჯიხის მონასტრის ბერი, მხატვარი. წყარო: არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. ტ.II/ ე.თაყაიშვული. - თბ., 1914.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |