The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერაფიმე (სქემარქიმანდრიტი)

სერაფიმე
ოფიციალური სახელი:სერაფიმე ბით ხარიბი
დაბადების თარიღი:12 ივლისი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:სასულიერო პირი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

წარმოშობით მამა სერაფიმე ისტორიული მესოპოტამიიდანაა, ევფრატისა და ტიგროსის შესართავთან მდებარე მიწიდან. მისი მშობლიური ენა არამეულია. იგი ლოცვებს არამეულად კითხულობს და გალობს უძველეს აღმოსავლეთში არსებული ტრადიციების შესაბამისად. ბერად აღიკვეცა უკრაინაში. 2010 წლის 14 თებერვალს, შენდობის დღეს ილია II-ის ლოცვა–კურთხევით, დიაკვნის ხარისხი მიანიჭეს. 28 თებერვალს კი პატრიარქმა ის, როგორც სულიერი მამა,  საქართველოს ასირიელ მოსახლეობას წარუდგინა. მამა სერაფიმე ერთადერთი ასირიელი მართლმადიდებელი არქიმანდრიტია მსოფლიოში, რომელიც იოანე ოქროპირის წირვა-ლოცვას არამეულ ენაზე აღევლენს. სოფელ ქანდაში, ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტაძარში მოღვაწეობს. აღნიშნულ სოფელში 2000-ზე მეტი ასურელი სახლობს. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი ტაიკვანდოში, სპორტის ოსტატი, შავი ქამრის, პირველი და მეორე დანების მფლობელი კარატეში. 

წყარო: kvirispalitra.ge


გააზიარე: