The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკატერინე მელიქიშვილი-მესხი

ეკატერინე მელიქიშვილი-მესხი
ოფიციალური სახელი:ეკატერინე მელიქიშვილი
სხვა სახელი:კეკე
დაბადების თარიღი:1854
გარდაცვ. თარიღი:1928  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ეკატერინე მელიქიშვილი 19 წლის ასაკში ძმებისა და ნიკო ნიკოლაძის დახმარებითა და ხელშეწყობით უმაღლესი განათლების მისაღებად გაგზავნეს შვეიცარიაში. მან იქ დაამთავრა გიმნაზია და შემდეგ უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო. შვეიცარიაში ეკატერინე საზოგადოება "უღელის" წევრი გახდა, რომელიც ციურიხში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა დააარსეს. ციურიხში გატარებული წლები ნაყოფიერი იყო მისთვის. იგი დაეუფლა გერმანულ და ფრანგულ ენებს, გაეცნო იმ დროის მოწინავე იდეებს, აქტიურად ადევნებდა თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და პარალელურად დიდი მონდომებით სწავლობდა მედიცინას. ეკატერინე მელიქიშვილის გარდა, "უღელში" სხვა ქართველი ქალებიც იყვნენ გაერთიანებულები: კატო და ოლიმპიადა ნიკოლაძეები, ოლღა გურამიშვილი (ნიკო ნიკოლაძის მეუღლე), პელო ნაცვლიშვილი, ბოგუმილა ზემიანსკაია. პირველი ფემინისტური ტალღა საქართველოში სწორედ ამ ქალებს უკავშირდება. ეკატერინე მელიქიშვილი აგრეთვე იყო ოდესის უნივერსტეტში ქალთა უმაღლესი კურსების გახსნის ინიციატორი და მისი პირველი დეკანი. ხელმძღვანელობდა საოჯახო სტამბას, იყო გამომცემლობა "სხივის" ერთ–ერთი დამაარსებელი, საზოგადოება "განათლების" დამფუძნებელი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიტერატორ ქალთა წრის წევრი (დაარსდა 1872 წელს). ეკატერინე მელიქიშვილი თანამშრომლობდა გაზეთ "დროებასთანაც". წერდა, თარგმნიდა ინგლისურიდან, გერმანულიდან, რუსულიდან. მან 1871 წელს "დროებაში" გამოაქვეყნა შკლარევსკის მოთხრობის – "ქალის შრომის" საკუთარი თარგმანი, 1872 წელს კი მიმოხილვითი კვლევა – "მეთვრამეტე საუკუნის ამერიკელი ქალები". პეტრე და სტეფანე მელიქიშვილების და, სერგეი მესხის ცოლი (1874 წლიდან). გამომცემელი, საქართველოში პირველი ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.134

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

გააზიარე: