Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეკატერინე მელიქიშვილი-მესხი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ეკატერინე მელიქიშვილი 19 წლის ასაკში ძმებისა და ნიკო ნიკოლაძის დახმარებითა და ხელშეწყობით უმაღლესი განათლების მისაღებად გაგზავნეს შვეიცარიაში. მან იქ დაამთავრა გიმნაზია და შემდეგ უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო. შვეიცარიაში ეკატერინე საზოგადოება "უღელის" წევრი გახდა, რომელიც ციურიხში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა დააარსეს. ციურიხში გატარებული წლები ნაყოფიერი იყო მისთვის. იგი დაეუფლა გერმანულ და ფრანგულ ენებს, გაეცნო იმ დროის მოწინავე იდეებს, აქტიურად ადევნებდა თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და პარალელურად დიდი მონდომებით სწავლობდა მედიცინას. ეკატერინე მელიქიშვილის გარდა, "უღელში" სხვა ქართველი ქალებიც იყვნენ გაერთიანებულები: კატო და ოლიმპიადა ნიკოლაძეები, ოლღა გურამიშვილი (ნიკო ნიკოლაძის მეუღლე), პელო ნაცვლიშვილი, ბოგუმილა ზემიანსკაია. პირველი ფემინისტური ტალღა საქართველოში სწორედ ამ ქალებს უკავშირდება. ეკატერინე მელიქიშვილი აგრეთვე იყო ოდესის უნივერსტეტში ქალთა უმაღლესი კურსების გახსნის ინიციატორი და მისი პირველი დეკანი. ხელმძღვანელობდა საოჯახო სტამბას, იყო გამომცემლობა "სხივის" ერთ–ერთი დამაარსებელი, საზოგადოება "განათლების" დამფუძნებელი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიტერატორ ქალთა წრის წევრი (დაარსდა 1872 წელს). ეკატერინე მელიქიშვილი თანამშრომლობდა გაზეთ "დროებასთანაც". წერდა, თარგმნიდა ინგლისურიდან, გერმანულიდან, რუსულიდან. მან 1871 წელს "დროებაში" გამოაქვეყნა შკლარევსკის მოთხრობის – "ქალის შრომის" საკუთარი თარგმანი, 1872 წელს კი მიმოხილვითი კვლევა – "მეთვრამეტე საუკუნის ამერიკელი ქალები". პეტრე და სტეფანე მელიქიშვილების და, სერგეი მესხის ცოლი (1874 წლიდან). გამომცემელი, საქართველოში პირველი ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.134; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |