The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ნემსაძე

ზურაბ ნემსაძე
დაბადების თარიღი:9 ნოემბერი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1973 წელს; ასპირანტურა 1977 წელს.

1978-1996წწ. მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად, სახელოსნოს ხელმძღვანელად; 1996-2002წწ. მუშაობდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროში, დეპარტამენტის უფროსად და მინისტრის მოადგილედ; 2003-2008წწ. იყო გერმანიის "ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების" ქალაქგეგმარებისა და მშენებლობის ექსპერტი; 2008 წლიდან პრაქტიკულ პროფესიულ საქმიანობასთან ერთად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე; მისი ძირითადი ნამუშევრებია: სანატორიუმი ბიჭვინთაში, ქართული კულტურის ცენტრი იერუსალიმში, ტრავმატოლოგიის ცენტრი თბილისში, "ოლიმპიური ბაკურიანის" და "მწვანე კონცხის" ქალაქგეგმარებითი კონცეფციები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გენგეგმა და სასწავლო კორპუსები ქ. თბილისში, აეროპორტი ქ. ბათუმში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები თბილისში, ქ. ზუგდიდის მიწათსარგებლობის გენგეგმა, განაშენიანების პროექტები ქ. თბილისში; მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს კანონების: "არქიტექტურული საქმიანობის", "სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების" შესახებ, აგრეთვე ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა (2001 წლის პირველი რედაქცია) და "საქართველოს სამშენებლო კოდექსის" (2005 წლის პირველი რედაქცია) შემუშავებაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.458

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1983-)

გააზიარე: