შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლო ნიკოლაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ნავთობისა და გაზის საბადოების ექსპლუატაციის სპეციალობით 1956 წელს. 1956-1962წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო "ბათუმგაზის" სისტემაში. მუშაობდა უფროს ოსტატად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1962-1972წწ. "თბილგაზის" ახალშექმნილი სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1972-1992წწ. ხელმძრვანელობდა ამიერკავკასიის მაგისტრალურ გაზსადენს; 1992-1993წწ. "საქგაზის" დეპარტამენტს; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პედაგოგი, მრავალგზის თავმჯდომარეობდა სახელმწიფო საგამოცდო კომისიას; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით განხორციელდა და მონაწილეობით განხორციელდა ამიერკავკასიის გაზსადენის სისტემების, მათ შორის, ტრანსირანის გაზსადენისა და გაზის მიწისქვეშა საცავების პროექტირება, მშენებლობა და ექსპლუატაცია; იყო სსრკ გაზის მრეწველობის სამინისტროს დამსახურებული მუშაკი; სახელმწიფო ორდენებისა და მედლების კავალერი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.459 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |