The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ ნიკოლაიშვილი

მერაბ ნიკოლაიშვილი
Date of birth:9 January, 1938  (87 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1969წწ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დატოვებულ იქნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრაზე ასისტენტად, პედაგოგად; 1969-1975წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქშახტპროექტში" განყოფილების გამგედ; 1975-1982წწ. გადაყვანილ იქნა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების სახელმწიფო ექსპერტიზის სამმართველოს უფროსად; 1982-1989წწ. დაინიშნა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ; 1989-1991წწ. იყო საქართველოს არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1991-1993წწ. - საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა მინისტრის მოადგილე; 1993-1995წწ. - საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1995-2004წწ. მუშაობდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის პირველ მოადგილედ; 2003 წელს ათი თვის განმავლობაში იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი; 2004 წლიდან შპს "მშენპროექტის" კონსულტანტია; მისი მონაწილეობითა და ძალისხმევით შეიქმნა მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებული მრავალი კანონი, სამშენებლო ნორმებისა და წესების კრებული; არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის და მშენებლობასთან დაკავშირებული პუბლიკაციების ავტორი; წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; იყო სახელმწიფო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე; მრავალი ახალგაზრდა მეცნიერის ნაშრომის ხელმძღვანელი; თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით აქტიურად არის ჩართული დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობის პროცესში; პროფესიული დამსახურებისათვის სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს მრავალი მედალი და საპატიო სიგელი; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია.- თბ., 2017.-გვ.459-460; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.60

Member of Organizations

  • საქართველოს ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების საერთაშორისო აკადემია, წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოში არქიტექტურისა და მშენებლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Bibliography


Share: