შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაფიელ ნინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ოზურგეთის სამრეწველო - ეკონომიკური ტექნიკუმი 1931 წელს; ქ. თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტი 1939 წელს. სწავლასთან და პარალელურად მუშაობდა მნიშვნელოვან სამშენებლო ობიექტებზე; 1939 წლიდან მუშაობდა ყაზბეგის მაღალმთიან რაიონში მეტეოროლოგიური ობსერვატორიის მშენებლობაზე ინჟინრად; 1940-1947წწ. თბილისის საავიაციო ქარხნის მშენებლობაზე უბნის უფროსად; 1953-1957წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "თბილმშენის"მმართველის მოადგილე და მთავარი ინჟინერი; 1957 წელს დაინიშნა ახალშექმნილი საწარმოო ტრესტ "თბილმშენინდუსტრიის" ხელმძრვანელად; 1960-1962წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" მთავარი ინჟინერი; 1962-1963წწ. "საქორგტექმშენის" მმართველი; მშენებლობის ინდუსტრიული ბაზის ცენტრალიზებისა და სწრაფი განვითარების მიზნით საქართველოს მშენებლობის სისტემაში 1963 წელს შეიქმნა საწარმოო ტრესტი "საქმშენინდუსტრია", რომლის მმართველადაც ის დაინიშნა; 1965 წლიდან იყო "მთავართბილმშენის" უფროსის მოადგილე, მისი პრაქტიკული პროფესიული საქმიანობის ყოველდღიური ზრუნვის საგანი იყო "მთავართბილმშენის" ობიექტებზე და მთლიანად "საქმშენინდუსტრიის" საწარმოებში ახალი ტექნიკის დანერგვა, ქარხნული წარმოების რკინაბეტონის სამშენებლო კონსტრუქციების უნიფიცირება, მათი წარმოების ტექნოლოგიის გაუმჯობესება და ამ სფეროს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები; არაერთგზის არის არჩეული ქ. თბილისის საქალაქო და რაიონული საბჭოების დეპუტატად; იყო საქართველოს პროფსაბჭოს მშენებლობის ხელშემწყობი საბჭოს "სასკოლო, სკოლამდელი და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მშენებლობის" სექციის ხელმძღვანელის მოადგილე. დაჯილდოებული იყო სამი მედლით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.461-462 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |