The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბრიელ ნინუა

გაბრიელ ნინუა
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1912
გარდაცვ. თარიღი:1996  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ელიზავეტოპოლი.

დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1931 წელს; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1938 წელს.

1938 წლიდან დატოვეს ინსტიტუტში სამშენებლო წარმოების კათედრის ასისტენტად; 1938-1996წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მოღვაწეობის პერიოდში იყო სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი (1964); 1974-1986წწ. ხელმძღვანელობდა მშენებლობისა და სამშენებლო მასალების ტექნოლოგიის კათედრას, რომელიც მანვე გარდაქმნა სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის კათედრად; წლების განმავლობაში თავმჯდომარეობდა სამშენებლო ფაკულტეტის სამეცნიერო, მეთოდურ და სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელ საბჭოებს; მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდა რიგ საწარმოო და საპროექტო ორგანიზაციებთან, მათ შორის სამშენებლო ინდუსტრიის საწარმოებთან, როგორც ტექნიკური სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აქტიურად იყო ჩართული ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის შედგენა-გამოცემაში; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, 60-მდე სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომის ავტორი; მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო; საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა  მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.462

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის ვეტერანი
  • ომის ვეტერანი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: