შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ნიჟარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1941 წელს. 1942 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა საპროექტო ინსტიტუტ "წყალპროექტში" ინჟინერ-დამპროექტებლად; იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. იბრძოდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1947-1965წწ. მუშაობდა საქართველოს წყალთა მეურნეობისა და ტრანსპორტის სამინისტროების სისტემებში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1965-1973წწ. სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში" - მმართველად; 1973-1974წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქჰიდროპროექტში" - დირექტორის მოადგილედ; 1974-1986წწ. საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში - სამმართველოს უფროსის მოადგილედ, მთავარ სპეციალისტად; ხელმძღვანელობდა საქართველოში 100-მდე სარკინიგზო და საავტომობილო ხიდის, მათ შორის, "საჩხერე-ზესტაფონის" სარკინიგზო მონაკვეთის ხიდების (მდ. ყვირილაზე) და ბარათაშვილის სახელობის ხიდის (თბილისში, მდ. მტკვარზე) მშენებლობას; დიდი წვლილი შეიტანა "ენგურჰესის" მშენებლობაში; შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის შენობის რეკონსტრუქციაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.463 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |