The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფილიპე ყაითმაზაშვილი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:მთარგმნელი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ფილიპე ყაითმაზაშვილი იყო XVIII საუკუნის მეორე ნახევრის სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი, მთარგმნელი და განმანათლებელი. დოსითეოზ ნეკრესელის ცნობით, იყო საქართველოში მცხოვრები "ჰარმანთა" (სომეხი ეროვნების) მღვდელი, "ძე აზნაურთა". მას მდივანბეგი იოანე ორბელიანი "ჩუენთაგან აზნაურს" (ე.ი. ორბელიანების აზნაურს) უწოდებს. იგი ფილიპეს "თანამესხოლედ" (თანასკოლელად) მოიხსენიებს – ისინი ერთად სწვლობდნენ სომხეთიდან მოსულ ეპისკოპოს ავეტიკთან. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გაიღრმავა მან ცოდნა ფილისოფიასა და თეოლოგიაში. იგი დიდად იყო დაფასებული სომხურ-ქართულ განათლებულ წრეებში, მას "ზედმიწევნილ" ფილოსოფოსად მოიხსენიებდნენ.

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org


გააზიარე: