The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ყურულაშვილი

გიორგი ყურულაშვილი
Date of birth:1893
Date of death:10 July, 1937  (at 44 years)
Category:Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი.

1905 წლიდან მუშაობდა შეგირდად სამკერვალო სახელოსნოში. 1909 წელს გადავიდა თბილისში, სადაც გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი და აქტიურად ჩაება მის საქმიანობაში. ამის გამო რამდენიმეჯერ დააპატიმრეს. 1910 წლის აპრილში მეტეხის ციხეში ჩასვეს, ხოლო 1914 წელს კი ჯერ ასტრახანის გუბერნიაში, ხოლო შემდეგ სარატოვში გადაასახლეს. 1917 წელს ისევ დააპატიმრეს და ამჯერად ვერხოლენსკის მაზრაში გადაასახლეს. გიორგი ყურულაშვილი პატიმრობაშიც აგრძელებდა არალეგალური საქმიანობას. 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ ის სხვადასხვა პარტიულ თანამდებობებზე მუშაობდა სამარასა და ბაქოში. 1920-იანი წლებიდან კი თბილისში. 1927 წლიდან მაღალი თანამდებობები ეკავა საქართველოს კომპარტიის ცეკაში, იყო მისი მდივანი, ბიუროს პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. გიორგი ყურულაშვილი 1937 წელს დააპატიმრეს კონტრრევოლუციის, ტერორიზმის, მავნებლობისა და შპიონაჟის ბრალდებით. მან თავი დამნაშავედ სცნო და საქართველოს სსრ-ს უზენაესმა სასამართლომ 26 ივნისს დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი აღასრულეს იმავე წლის 10 ივლისს. რეაბილიტირებულუია სსრკ უმაღლესი სასამართლოს 1957 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით. მსახიობ ხათუნა ჭიჭინაძის მეუღლე. საბჭოთა პარტიული მოღვაწე, რეპრესირებული.

წყარო: archive.ge


Share: