The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იზანი ცერცვაძე

იზანი ცერცვაძე
დაბადების თარიღი:1952
გარდაცვ. თარიღი:23 სექტემბერი, 1993  (41 წლის ასაკში)
კატეგორია:მფრინავი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ჩერნიგოვის უმაღლესი სამხედრო-საჰაერო სასწავლებელი; 1985 წელს გაგარინის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემია.

1972–1982 წლებში მსახურობდა საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელ პოლკში. 1985 წლიდან იყო პოლკის მეთაური, შემდეგ საავიაციო უზრუნველყოფის ცენტრის უფროსი. მიენიჭა პირველი კლასის მფრინავისა და სამხედრო მფრინავ-გამომცდელის წოდებები. 1992 წლის 18 ივნისს დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლად. მის მიერ 1992 წლის 19 სექტემბერს სუ-25-ით განხორციელებული გაფრენა ითვლება საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დაბადების თარიღად. ხელმძღვანელობდა საჰაერო ოპერაციებს აფხაზეთის ომის დროს. მოწინაღმდეგის პოზიციების დასაბომბად დაახლოებით 60 საბრძოლო გაფრენა განახორციელა. პირადად ასრულებდა საბრძოლო გაფრენებს. 1993 წლის 23 სექტემბერს მისი სუ-25 ჩამოაგდეს სოხუმის რაიონში, სოფელ თავისუფლებასთან. ქართველი სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი.

წყარო: ok.ru/group; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.114

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: