The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ლოლაძე

შალვა ლოლაძე
Date of birth:5 April, 1904
Date of death:24 April, 1945  (at 41 years)
Burial location:კუნძულ ტექსელის ქართველთა ძმათა სასაფლაო, ნიდერლანდები
Category:Aviator, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ხოდაშენი, თელავის რაიონი.

შალვა ლოლაძე მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას საბჭოთა არმიაში მსახურობდა. 1942 წელს იყო საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების კაპიტანი და საჰაერო ესკადრონის ხელმძღვანელი. მისი თვითმფრინავი გერმანელებმა უკრაინაში ჩამოაგდეს, შალვა ლოლაძე კი დაატყვევეს. ტყვეობაში ყოფნის დროს ის აიყვანეს ვერმახტის შემადგენლობაში ჩამოყალიბებულ ქართულ ლეგიონსა და 822-ე ქვეით ბატალიონ "თამარ მეფეში". 822-ე მუშათა ბატალიონი 1943 წლის აგვისტოდან იმყოფებოდა დაბა ზანდვორტში. 1945 წლის თებერვალში კი ნიდერლანდების კუნძულ ტექსელზე იქნა გადაყვანილი. 1945 წლის 6 აპრილს შალვა ლოლაძის მეთაურობით ბატალიონმა აჯანყება წამოიწყო დამპყრობელი ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ. იგი ამ ბრძოლას გმირულად შეეწირა. დაკრძალული იქნა კუნძულ ტექსელის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას-ჰოგე-ბერგზე, მისივე სახელობის ტექსელის ქართველთა ძმათა სასაფლაოზე. ყოველი წლის 4 მაისს აღნიშნულ სასაფლაოზე  ტარდება ხსოვნის დღე. სამხედრო მფრინავი, გერმანელთა ტყვე და შემდგომში ვერმახტის ოფიცერი, რომელიც 1945 წელს სათავეში ჩაუდგა კუნძულ ტექსელზე დაწყებულ ანტიგერმანულ ამბოხებას.


Share: