The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პაატა ნუცუბიძე

პაატა ნუცუბიძე
Date of birth:1959  (66 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1981 წელს.

1981-1983წწ. მუშაობდა ქ. სოხუმში საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლმშენსახპროექტის" არქიტექტორ-დამპროექტებლად; 1983-1997წწ. იყო საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს საპროექტო სახელოსნოს არქიტექტორ-რესტავრატორი; 1997-1999წწ. მუშაობდა მოსკოვში სამშენებლო ფირმა "ირისტონის" სამუშაოთა მწარმოებლად; 2000 წლიდან მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნების და რესტავრაციის ცენტრში, არის სამეცნიერო საბჭოს წევრი; მის მიერ შესრულებული საპროექტო და სარესტავრაციო სამუშაოებია: ანთიმოზ ივერიელის სახელობის ეკლესია დიღომში, სამონასტრო კომპლექსი ქოშიგორაზე, სამონასტრო კომპლექსები დაბა კოჯორში, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ეკლესია კოჯორში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ჩოხატაურის რაიონში, თელავის რაიონის სოფ. ბუშეტის გუმბათიანი ტაძარი, წმ. ნინოს სახელობის ეკლესია გიგოს გორაზე, სამონასტრო კომპლექსი ცავში, ალავერდის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი, მე-16 საუკუნის აბანო, სასახლე, სიძველეთ-საცავი, ატენის ტაძარი, გორიჯვარი, ქ. თელავის ღვთისმშობლის ეკლესია, ღვთაების ეკლესია, სამშვილდის სიონი, დაღესტანში ქართული ეკლესია (დათუნა), ჩეჩნეთ-ინგუშეთის ქართული ეკლესიები: ალბიერდი, ტყობა-ერდი, ზუგდიდის ეკლესია, თუშეთის ძეგლები, შენაქოს ეკლესია, ილიურთა, ძამის ხეობის ძეგლები, გორის ციხე, დრის ციხე, სამშვილდის სიონი, აბედათის ციხე, ნოქალაქევის კომპლექსი, თვალივი ხარჭიშოს ეკლესია, საღამოს ეკლესია ახალქალაქში, ზემო ალვანის სამების ეკლესია და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.464

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

Share: