შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ნუცუბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1954 წელს. 1946-1960წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის N2 სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, უფროსის მოადგილედ; 1960-1965წწ. იყო N4 სამშენებლო ტრესტის რკინაბეტონის ქარხნის დირექტორი; 1966-1985წწ. ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" N2 რკინაბეტონის ქარხნის დირექტორი; აღნიშნული ქარხნების მიერ გამოშვებული კონსტრუქციებით აშენდა სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი: საავტომობილო, ლითოფონის, ელექტრომექანიკური, რეზინის ნაკეთობათა ქარხნები, აბრეშუმისა და ბამბეულის კომბინატები (ქუთაისში), საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღები, ჯანმრთელობის დაცვის ობიექტები დასავლეთ საქართველოს რაიონებში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.464 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |