The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ოდიშარია

დიმიტრი ოდიშარია
დაბადების თარიღი:1938
გარდაცვ. თარიღი:1994  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადეგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1962 წელს.

1963-1964წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში" არქიტექტორად; 1964 წლიდან თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") არქიტექტორად, პროექტის მთავარ არქიტექტორად, სახელოსნოს ხელმძღვანელად; იყო მრავალი ექსპერიმენტული და ინდივიდუალური პროექტის ავტორი და თანაავტორი; მათ შორის: ექიმთა დახელოვნების ს/კ ინსტიტუტის (თბილისში), ორდარბაზიანი დრამატული თეატრის (ქ. მახაჩყალაში), სამხარეო მუზეუმის (ქ. მაიკოპში), 2000-ადგილიანი პანსიონატის (ქ. ნებუგში, ტუაფსეს რაიონი), უნივერმაღის (ქ. კასპიისკში), 506-ადგილიანი (ქ. ნოვოროსიისკში), 818 და 824-ადგილიანი სასტუმროების (ქ. თბილისში, ვ. ბაგრატიონის ქუჩაზე, თემქის დასახლებაში), ქ. ქუთაისის ცენტრის რეკონსტრუქციის საკონკურსო პროექტის (აღინიშნა პრემიით) და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.465

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი
  • სსრკ არქიტექტორთა კავშირი, წევრი

გააზიარე: