The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ ოდიშარია

სიმონ ოდიშარია
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1909
გარდაცვ. თარიღი:1985  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი 1931 წელს.

მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გზათა სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს უფროსად; 1931-1941წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის გზებისა და ხიდების კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე; 1941-1945წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ მშენებლობათა სამმართველოს უფროსად; 1945-1951წწ. ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მშენებლობის უფროსად; 1951 წელს დაინიშნა საქართველოს წყალთა მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ "საქწყალპროექტის" დირექტორად; ხელმძღვანელობდა "ზუგდიდი-მესტიის", "მაიაკოვსკი-საირმეს", "ლანჩხუთი-ქობულეთის", "სურამი-ძირულას" საავტომობილო გზების, ქობულეთის სამხედრო აეროდრომის, "სოხუმი-თებერდის" (ქლუხორის უღელტეხილზე) სტრატეგიული, "გაგრა-განთიადის" (გაგრის ზონაში) და "ადლერი-ხოსტის" საავტომობილო გზების მშენებლობას; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.466;  ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მატიანე / ლიანა იობიძე. -თბ., 2007. - გვ.24-26


გააზიარე: